პროექტის სახელწოდება: პასკალის კანონი.
მთავარი იდეა (თემა): პასკალის კანონის საფუძვლიანი შესწავლა და მისი გამოყენება პრაქტიკაში.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტი აქტუალურია რადგან პროექტის საშუალებით მოსწავლე შესძლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში პასკალის კანონის გამოყენების შესახებ.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს კვლევის, ცდის ჩატარების, ხელსაწყოს დამზადების უნარჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი: მე–8 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
- ატარებს ცდებს(ქმნის მოდელს) და აკვირდება სითხეებსა და გაზებში წნევის განაწილებას, დაკვირვების შედეგებს აანალიზებს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს.
- მოჰყავს პასკალის კანონის გამოყენების მაგალითები ტექნიდან და ყოფა–ცხოვრებიდან.
- მოხდება პრეზენტაცია,გაკეთდება სურათების სტენდი და დაამზადებენ პასკალის კანონის შემსწავლელ ხელსაწყოს, შემდეგ მასალები აიტვირთება ინტერნეტში ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ფიზიკის სახელმძღვანელოები და ამოცანათა კრებულები, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს დავყობ ჯგუფებად,გავუნაწილებ დავალებებს, ერთ ჯგუფს დევალება ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მეორე ჯგუფს სახელმძღვანელოებიდან კანონის შესახებ საჭირო თეორიის მოგროვება, მესამე ჯგუფს სურათების მოძიებას ინტერნეტში. მეოთხე ჯგუფს რაიმე ხელსაწყოს დამზადებას კანონის გამოყენებით.პერიოდულად შევხვდები ჯგუფებს, შევამოწმებ მუშაობის პროცესს და მივცემ შესაბამის მითითებებს.შემდებ მოხდება პრეზენტაცია: ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს. ჯგუფის ლიდერები ისაუბრებენ თავისი ჯგუფის საქმიანობის შესახებ,წარმოადგენენ სურათებს და დამზადებულ ხელსაწყოებს, მოხდება ნამუშევრების შეჯამება ,გამოთქვამენ აზრს ,დაუსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს,გავაკეთებთ დასკვნას.
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია მათემატიკასთან და ისტთან.
ბუნ.VIII.8.მოსწავლე ახასიათებს წნევას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ღვინიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.gviniashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://lgviniashvili.blogspot.com/
.
ჰმ მმმ
ReplyDelete